ლიეტუვაში მომხდარი ავიაკატასტროფის წინასწარი მიზეზი დასახელდა

DHL-ის Boeing 737-400 თვითმფრინავი, რომელიც ლაიფციგი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ამ დილით, ვილნიუსის აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა. ეკიპაჟის ხუთი წევრიდან ერთი ადგილზევე დაიღუპა, დანარჩენები კლინიკაში არიან გადაყვანილი. ლიეტუვის ხელისუფლებამ კატასტროფის მიზეზად შესაძლო ტექნიკური გაუმართაობა დაასახელა. კრიზისების მართვის ცენტრის ხელმძღვანელის, ვილმანტას ვიტკაუკასის თქმით, ტრაგედიის დეტალებზე ლაპარაკი ძალიან ადრეა, რადგან თვითმფრინავის ჩამოვარდნიდან სულ ორი საათია გასული.
ვიტკაუკასმა ასევე დაადასტურა ლიტვის სახანძრო სამსახურის პირველადი ინფორმაცია. თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაშავდა; საცხოვრებელი სახლი კი სრულად დაიწვა.