ლიეტუვას სურს, რუსეთის ან ბელარუსის ორმაგი მოქალაქეების მქონე პირებს ჯარში სამსახური აუკრძალოს

ლიეტუვას თავდაცვის მინისტრმა და პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ს ან ბელარუსის მოქალაქეობის მქონე პირთა სამსახურის შესაძლებლობას გამორიცხავს.
კანონპროექტის თანახმად, ლიეტუველებს, რომლებსაც რუსეთის ან ბელარუსის ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, არ მიიღებენ პროფესიულ სამხედრო სამსახურში, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ან ნებაყოფლობითი არამუდმივი სამხედრო სამსახურის სტრუქტურებში, ასევე არ გაიწვევენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში. მოქმედი სამხედრო მოსამსახურეებს და სამხედრო სამსახურზე პასუხისმგებელს პირებს, ვისაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს, სამსახურიდან გაათავისუფლებენ.
მართალია, კანონპროექტში რუსეთი და ბელარუსი პირდაპირ არ არის ნახსენები, მაგრამ მასში ნათქვამია, რომ აკრძალვა გავრცელდება იმ ქვეყნებზე, სადაც სამხედრო პერსონალს მოგზაურობის უფლება არ აქვს. ცოტა ხნის წინ კი ლიეტუვას მთავრობამ აკრძალა პროფესიონალი სამხედროების არასანქცირებული მოგზაურობა იმ ქვეყნებში, რომლებიც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნევა, კერძოდ – რუსეთში, ბელარუსსა და ჩინეთში.
თავდაცვის მინისტრი, ლაურინას კაშჩიუნასი აცხადებს, რომ აკრძალვა აუცილებელია ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების მხრიდან ეროვნული თავდაცვის სისტემასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად.
მისი თქმით, „მტრულ სახელმწიფოებთან“ შესაძლო კავშირების გამო, ასეთ სამხედრო მოსამსახურეებს შეუძლიათ საკუთარი ინიციატივით განახორციელონ დესტრუქციული ქმედებები ეროვნული თავდაცვის სისტემისა და ლიეტუვას წინააღმდეგ.
შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ „მტრული ქვეყნების“ მოქალაქეობის მქონე სამხედრო პერსონალი არ გახდეს უცხოური დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურების პოტენციური სამიზნე. გარდა ამისა, კანონპროექტის ავტორების თქმით, ის მიზნად ისახავს, ამ ქვეყნებთან შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში, „ლიეტუვას დაცვის კონსტიტუციურ მოვალეობასთან დაკავშირებული“ გაურკვევლობის აღმოფხვრას.
წყარო: 1 არხი