ლიეტუვას პრეზიდენტმა კალინინგრადის ოლქში გაზის ტრანზიტის საკითხზე „რუსეთის პროვოცირებას“ თავი აარიდა

ლიეტუვას პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა მიიჩნევს, რომ კალინინგრადის () ოლქისთვის გაზის ტრანზიტის ხელშეკრულება უნდა გახანგრძლივდეს და ამ საკითხზე კრიზისის შექმნა საჭირო არ არის.
„არ მგონია, რომ რუსეთის პროვოცირება უნდა მოვახდინოთ. ამიტომ, უნდა მოვაგვაროთ ტრანზიტის ანუ, ბუნებრივი აირის, ხალხისა და საქონლის გადაადგილების საკითხი, რომლებიც ბუნებრივად წარმოიშვა, რათა უზრუნველვყოთ კალინინგრადთან ნორმალური კომუნიკაცია“, – განაცხადა შაბათს, 1 მარტს ნაუსედამ ვილნიუსში.
„ამ სიტუაციაში ხელოვნური კრიზისების შექმნა მხოლოდ კონფლიქტს გამოიწვევს და კრიზისს გაამწვავებს“, – დასძინა მან.
წელს ვილნიუსი რუსეთთან და ევროკავშირთან მოლაპარაკებებს გამართავს ლიეტუვას გავლით კალინინგრადის ექსკლავში ბუნებრივი აირის ტრანზიტის ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე.
ლიეტუვას გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორ „ამბერ გრიდსა“ და რუსეთის გაზის გიგანტ „გაზპრომს“ შორის 2015 წლის დეკემბრის ბოლოს ხელმოწერილი ბუნებრივი აირის ტრანზიტის 10-წლიანი ხელშეკრულების ვადა 2025 წლის ბოლოს იწურება.
წინა ხელშეკრულება 1999 წლის ბოლოს იყო ხელმოწერილი.
2022 წლის აპრილში ლიეტუვამ სრულად შეწყვიტა რუსული გაზის იმპორტი, თავისი ტერიტორიის გავლით კალინინგრადში ტრანზიტის გარდა.
წყარო: 1 არხი