ლიეტუვამ ახალი სანქციები დაუწესა საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფს, რომელშიც მოქმედი მოსამართლეები და „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირები შედიან. სანქცირებულ პირებს ეკრძალებათ ლიეტუვის ტერიტორიაზე შესვლა.
სიაში მოხვდნენ:
· ნინო გალუსტაშვილი
· ჯვებე ნაჭყებია
· სულხან თამაზაშვილი
· მარიამ ლაშხი
· ნინო წილოსანი
· რაჟდენ კუპრაშვილი
· ვიქტორ მეტრეველი
· ირაკლი შვანგირაძე
· მარი მეშველიანი
· ნათია თათიაშვილი
ეს უკვე მეორე სანქცირების ტალღაა. მანამდე ლიეტუვამ 102 ქართველ მოქალაქეს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, თეა წულუკიანს, კახა კალაძეს და სხვებს დაუწესა მსგავსი შეზღუდვები.
