ლიეტვუამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მოხსენების თანახმად, ლიეტუვის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინელ სამხედროებს გადასცეს საჭირო საველე ტექნიკა და ათიათასობით მშრალი საკვები.
“ვაგრძელებთ უკრაინის მიმართ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას. დღეს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებამდე საველე მომსახურების ძირითადმა აღჭურვილობამ და ათიათასობით მშრალი კვების კომპლექტმა მიაღწია. ჩვენ უკრაინის დახმარებას ვაგრძელებთ და ხაზს ვუსვამთ ზამთრის პერიოდში ასეთი დახმარების მნიშვნელობას.” – წერს თავდაცვის სამინისტრო X-ზე.
🇱🇹Continuing our unwavering support for Ukraine: another shipment of essential field service equipment & tens of thousands of dry food packs has reached 🇺🇦Ukrainian Armed Forces today. We remain committed to helping Ukraine, recognizing the importance of such aid during winter. pic.twitter.com/McLhpwjvY1— Lithuanian MOD 🇱🇹 (@Lithuanian_MoD) December 20, 2023