ლიეტუვამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გადასცა

ლიეტუვამ უკრაინას გასულ კვირაში სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გადასცა, – ინფორმაციას ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
უწყების ცნობით, უკრაინას გადასცეს გენერატორები, M113 ჯავშანტექნიკის სათადარიგო ნაწილები, იარაღი და საბრძოლო მასალა.
„ლიეტუვა აგრძელებს უკრაინის ურყევ მხარდაჭერას. ამ კვირაში გენერატორები, M113-ის სათადარიგო ნაწილები, იარაღი და საბრძოლო მასალა გადაეცათ“, – აღნიშნულია ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შალუტაშვილი – არ შეიძლება სცენა გამოყენებული იყოს სხვა მიზნებისთვის, საჯინიბო არ შეიძლება, რომ ქათმების ფერმა იყოს – 20-25 აქტივისტი 600-700-ს სტუდენტს აბულინგებდა, თუმცა მადლობა ღმერთს ყველაფერი დაწყნარდა