ლიეტუვამ უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავი გადასცა

ლიეტუვამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს L-39ZA Albatross ტიპის თვითმფრინავი გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ში სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პარტია ჩავიდა.
“ჩვენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მივაწოდეთ დაშლილი L – 39ZA Albatros -ის ტიპის მსუბუქი მოიერიშე თვითმფრინავი”, – ნათქვამია ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
მათი განმარტებით, ლიეტუვაში ასეთი თვითმფრინავები გამოიყენებოდა ოფიცრების მოსამზადებლად, მფრინავების საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფის მიზნით.

ასევე დაგაინტერესებთ