ლიეტუვამ გაამკაცრა სანქცირებული საქონლის, ბელარუსისა და რუსეთის გავლით, ექსპორტისა და ტრანზიტის წესები

ლიეტუვამ გაამკაცრა სანქცირებული საქონლის ექსპორტისა და ტრანზიტის წესები ბელარუსისა და ს გავლით. ამის შესახებ ლიეტუვის საბაჟო სამსახური იტყობინება.
„18 დეკემბრიდან „სანქცირებული საქონლის ექსპორტის (რეექსპორტის) ან ტრანზიტის დროს, მწარმოებლის დეკლარაციის წარდგენა სავალდებულო გახდა. თუ მწარმოებლის დეკლარაცია არ წარედგინება ლიეტუვის საბაჟოს, სანქცირებული საქონელი ევროკავშირიდან არ გამოვა“, – აღნიშნავენ სამსახურში.
დეკლარაცია უნდა შეიცავდეს „დადასტურებას, რომ მწარმოებელმა იცის ვინ არის საბოლოო მომხმარებელი და ასევე დარწმუნებულია, რომ ის არ გამოიყენება სანქციების შეზღუდვების გვერდის ავლისთვის“.
2023 წელს ლიეტუვის საბაჟომ სერიოზულად გააძლიერა კონტროლი რუსეთისა და ბელარუსის მიმართულებით მოძრავ ტვირთებზე მოსკოვისა და მინსკის მიმართ ევროკავშირის სანქციების პოლიტიკასთან დაკავშირებით. კერძოდ, ლიეტუვის მხრიდან რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრებზე თითქმის ყველა სატვირთო მანქანა სკანირებულია რენტგენის აპარატურით.

ასევე დაგაინტერესებთ