ლიდერობს ბადრა გუნბა – ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იქნება

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დიმიტრი მარშანმა განაცხადა, რომ გაიმართება ე.წ. პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური, რომელშიც, მისი თქმით, მონაწილეობას მიიღებენ ბადრა გუნბა და ადგურ არძინბა.
„ცენტრალური საარჩევნო კომისია წინასწარ შედეგებს 16 თებერვალს გამოაცხადებს, – იუწყება სააგენტო აფსნიპრესი, – თუ საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი იყო ორზე მეტი საპრეზიდენტო კანდიდატი და არცერთი მათგანი არ იქნა არჩეული, ცენტრალური საარჩევნო კომისია ნიშნავს განმეორებით კენჭისყრას იმ ორი კანდიდატის მონაწილეობით, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. განმეორებითი კენჭისყრა იმართება პირველი ტურიდან არაუგვიანეს ორ კვირაში“.
წინასწარი შედეგების მიხედვით ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ხმები ასე განაწილდა:
ბადრა გუნბა – 46%
ადგურ არძინბა – 37%
რობერტ არშბა – 7%
ოლეგ ბარციცი – 4%
ადგურ ხურუმალი – 1%
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, ე.წ. პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს მხოლოდ აფხაზი ეროვნების 35-დან 65 წლამდე ასაკის მოქალაქე.
2025 წლის 15 თებერვლისთვის რეგისტრირებულ ამომრჩევლთა რაოდენობამ 135 ათასი შეადგინა.
წყარო: რადიო თავისუფლება

ასევე დაგაინტერესებთ

სტუ-ს პროფესორი იური ჯანიაშვილი – ჩემო შვილებო, დავფიქრდეთ, რა ნაბიჯს ვდგამთ! გვაპატიებს კი საქართველოს ისტორია? ეჭვი მეპარება – არ შეიძლება ბუჩქის ძირას დაჯდეს რამდენიმე კაცი და გამოიტანოს დასასრულის განაჩენი

შარაშიძე: ეს ოფიციალური განცხადება არაფერს ნიშნავს. მთავარი, რაც დღეს ხდება, არის ის, რომ მორიგი შიკრიკი ჰყავს გაგზავნილი ივანიშვილს აშშ-ში, არც მეტი არც ნაკლები, სუს-ის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის სახით

შალვა პაპუაშვილი ლაშა დარსალიას აშშ-ში შეხვედრაზე – ეს იყო სამუშაო შეხვედრა, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებს ეხება – რაც შეეხება ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკურ ურთიერთობებს, ჩვენ კვლავ მოლოდინის რეჟიმში ვართ