ლიდერობის და შორსმჭვრეტელობის ინდექსით საქართველოს ხელისუფლება ევროპის საუკეთესო ოცეულშია

ევროკომისიამ კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, „ლიდერობის და შორსმჭვრეტელობის“ ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველოს ხელისუფლებამ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 52% მიიღო, მსოფლიოში 32-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში 17-ე პოზიცია დაიკავა. ლიდერობით და შორსმჭვრეტელობით საქართველოს ხელისუფლება უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 19 სახელმწიფოს : ისლანდიას, ჩეხეთს, ლატვიას, ესპანეთს, უნგრეთს, პორტუგალიას, ბულგარეთს, საბერძნეთს, მალტას, სლოვენიას, პოლონეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სლოვაკეთს, მონტენეგროს, კვიპროსს, ხორვატიას, რუმინეთს, ალბანეთს, თურქეთს.
მსოფლიო ქვეყნების მთავრობათა ლიდერობა და შორმჭვრეტელობა შეფასდა 5 კრიტერიუმით: კეთილსინდისიერი ლიდერობა; გრძელვადიანი ხედვა; ადაპტაციის უნარი; სტრატეგიული პრიორიტეტიზაცია; ინოვაცია. საქართველოს ხელისუფლება კეთილსინდისიერი ლიდერობით მსოფლიოში 38-ე ადგილზე გავიდა, გრძელვადიანი ხედვით მე-16 პოზიცია დაიკავა, ხოლო ადაპტაციის უნარით მსოფლიოში მე-11 ადგილზე გამწესდა.
ევროკომისიის ვებგვერდზე წარმოდგენილია საკითხის ასეთი განმარტება: „ლიდერობა ქმნის განსხვავებას. ის, თუ რას გადაწყვეტენ, იტყვიან და გააკეთებენ საჯარო სექტორის ლიდერები გავლენას ახდენს მათ მიმართ საზოგადოების ნდობაზე. კარგი ლიდერები ქმნიან და ინარჩუნებენ პატიოსნების, კომპეტენციის, მსახურების კულტურას. მათ აქვთ მკაფიო წარმოდგენა საშუალოვადიანი და გრძელვადიანი გზების შესახებ მათი მმართველობისა და ქვეყნისათვის. ისინი ავითარებენ შორსმჭვრეტელობას, რომელიც საჭიროა ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობების განჭვრეტისათვის.“
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ამ კვლევას ჩენდლერის მმართველობის ინსტიტუტი აწარმოებს, რომლის სათაო ოფისი სინგაპურში მდებარეობს.
ანგარიში ეყრდნობა გაეროს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და ანგარიშგებებს.
ორიგინალი იხილეთ ბმულებზე:
https://composite-indicators.jrc.ec.europa.eu/explorer/indices/cggi/chandler-good-government-index
https://chandlergovernmentindex.com/countries/georgia/
Previous: ტრამპი დიდი სიამოვნებით შესწირავდა უკრაინის და ევროპის ინტერესებსაც თავის მანიაკალურ სურვილს ნობელის პრემია მიიღოს მშვიდობის დარგში

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს