ლიდერმა “დილამ” ორკაცნაკლულ თბილისის “დინამოს” მძიმე მატჩში სძლია [VIDEO]

დღეს ეროვნული ლიგის მეთხუთმეტე ტურის ორი მატჩი გაიმართა
ლიდერმა „დილამ“ სახლში“ თბილისის „დინამო“ 2:1 დაამარცხა.
სტუმრები დებიუტში უგრეხელიძემ დააწინაურა. მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიში ნობრეგამ გაათანაბრა. ამის შემდეგ მსაჯმა დედაქალაქელთა ორი ფეხბურთელი გააძევა – 55-ე წუთზე კალანდაძე, 82-ეზე აკპუჯე, კომპენსირებულ დროში კი დრამემ გამარჯვების გოლი გაიტანა.
„სამგურალმა“ საკუთარ მოედანზე „სამტრედია“ 4:0 გაანადგურა.
დილა – დინამო (თბ) 2:1
გოლები: 0:1 უგრეხელიძე (5), 1:1 ნობრეგა (48), 2:1 დრამე (90+3)
გაძევება: კალანდაძე (55, დინამო, თბ), აკპუჯე (82, დინამო, თბ)
სამგურალი – სამტრედია 4:0
გოლები: 1:0 ფანცულაია (12, პენ), 2:0 ფანცულაია (13), 3:0 ჩიხლაძე (30), 4:0 ვერულიძე (44)
19 მაისს დარჩენილი სამი შეხვედრა ჩატარდება:
გაგრა – თელავი
კოლხეთი – ტორპედო
დინამო (ბთ) – იბერია 1999