ლიბიის ყოფილი დიქტატორის, მუამარ კადაფის შვილი, საიფ ალ-ისლამ კადაფი მოკლეს

ლიბიის ყოფილი დიქტატორის, მუამარ კადაფის შვილი, საიფ ალ-ისლამ კადაფი მოკლეს – ინფორმაციას საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელეკომპანია Al Arabiya ავრცელებს და წერს, რომ ინფორმაცია მედიას კადაფის ოჯახთან დაახლოებულმა წყარომ მიაწოდა. ამის შესახებ წერს BBC-იც, რომელიც იუწყება, რომ კადაფის შვილის სიკვდილის შესახებ მისი პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელმა განაცხადა. BBC ციტირებს მის დასაც, რომელმაც თქვა, რომ ის ალჟირის საზღვართან ახლოს გარდაიცვალა, თუმცა, რა ვითარებაში, არ დაუკონკრეტებია. ცნობილია, რომ საიფ ალ-ისლამ კადაფი მამის მმართველობის დროს ჩადენილი ომის დანაშაულებისა და მკვლელობებისთვის საერთაშორისო ძებნაში იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზო კიკნაძე: ხუჭუჭთმიან ბიჭს რომ ფეხბურთელებივით ურტყეს ფეხები არაკაცებმა, ამის გამო გასამართლდა ვინმე? ეს არ არის დანაშაული და ჩვენი ჰაერში აგდებული ქაღალდი და ბოთლია დანაშაული? ამას ეძახით სამართალს?