დასავლეთ აფრიკაში, ცენტრალურ ლიბერიაში საწვავმზიდის აფეთქებას 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სატრანსპორტო საშუალება ჯერ გადაბრუნდა, შემდეგ კი ცეცხლი გაუჩნდა. მიზეზი უცნობია.
ექიმების ინფორმაციით, ადგილობრივ საავადმყოფოებში კატასტროფის შემდეგ მიღებული დამწვრობებით 83-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს.
