ლიბერთი, თურქული Aktif Bank -ის შვილობილი, ფულადი გზავნილების უმსხვილესი კომპანია UPT-ის პარტნიორი გახდა. პირდაპირი თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ლიბერთის ფინანსურმა დირექტორმა ვახტანგ ბაბუნაშვილმა, UPT -ის გენერალურმა დირექტორმა მურატ კაშტანმა და დირექტორმა ქენ გიურპინარმა.
ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, თურქეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები და ადგილობრივი მომხმარებლები, ფულადი გზავნილების ოპერაციებს სწრაფად და ბევრად შეღავათიანი ტარიფით შეასრულებენ. სერვისი ხელმისაწვდომი იქნება, მხოლოდ ლიბერთი ბანკის ფილიალებსა და ციფრულ არხებში.
მომხმარებლებისთვის ასევე ხელმისაწვდომი ხდება, ნებისმიერ სასურველ ვალუტაში, როგორც ანგარიშებზე, ასევე პლასტიკურ ბარათებზე თანხების გადარიცხვის და ჩარიცხვის ოპერაციები.
,,მოხარული ვართ, რომ დღეს გაფორმდა პირდაპირი თანამშრომლობის კონტრაქტი თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის, გზავნილების შვილობილ კომპანიასთან. UPT ცნობილია, როგორც გადახდების და ფულადი გადარიცხვების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მსხვილი პროვაიდერი თურქეთში, რომელიც 7,000 ფილიალით, 1,700,000-ზე მეტი ადამიანის ხარისხიან მომსახურებას უზრუნველყოფს.
ლიბერთის გუნდი მუდმივად ზრუნავს და აგრძელებს, არამარტო საქართველოში მცხოვრებ, არამედ ემიგრაციაში მყოფი ქართველებისთვის, სრულფასოვანი და ბევრად ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების და პროდუქტების მიწოდებას. ვიმედოვნებთ, რომ ეს თანამშრომლობა ბევრად გაზრდის ფინანსურ ნაკადებს საქართველოში, რაც პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.
“- ვახტანგ ბაბუნაშვილი, ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილე, ფინანსური დირექტორი.
ლიბერთის შესახებ:
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 4 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 5000-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით – 500-მდე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება
UPT -ის შესახებ :
UPT პირველი ლიცენზირებული ფულის გადარიცხვისა და გადახდის პლატფორმაა თურქეთში, რომელიც მოქმედებს როგორც შიდა, ისე გლობალურ ბაზრებზე. 2010-დან UPT გთავაზობთ შესაძლებლობას გაგზავნოთ საერთაშორისო ფულადი გზავნილები ანგარიშებზე, სადებეტო ბარათებზე, მობილურ საფულეებსა და პირადი მონაცემებით სხვადასხვა ვალუტაში. UPT-მა მიაღწია 400 ათას ტრანზაქციის პუნქტს მსოფლიოს 176 ქვეყანაში და განაგრძობს ზრდას 5 კონტინენტზე. UPT-ს აქვს ყველაზე ფართო სადისტრიბუციო ქსელი თურქეთში და მომსახურებას უწევს 7 ათას პუნქტს UPT-ის ფილიალების, საფოსტო ოფისების (PTT) და წარმომადგენლების მეშვეობით. მეორეს მხრივ, ის ემსახურება მომხმარებლებს უშუალოდ საკუთარი ქსელით თურქეთის ფარგლებს გარეთ 14 ქვეყანაში. ამ მიზეზით, UPT გახდა ყველაზე გავრცელებული ფულის გადარიცხვის სისტემა თურქეთსა და რეგიონში.მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ თანხა გადარიცხონ ანგარიშებზე, ბარათებსა და სახელობით როგორც თურქეთში ისე მის ფარგლებს გარეთ. მომხმარებელს ასევე აქვს შესაძლებლობა, გახსნას საბანკო ანგარიში თურქეთში. ფულადი გზავნილის საზღვარგარეთ გადარიცხვის გარდა, UPT-ის მომხმარებლებს უმარტივებს გადასახადების გადახდის და მობილურის ბალანსის შევსების ოპერაციებს. UPT-ის მესვეობით შესაძლებელია, მთელს მსოფლიოში, პლასტიკური ბარათების ონლაინ და ოფლაინ შეძენა და განაღდება. UPT განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თავის ციფრულ პროდუქტს. მომხმარებლებს აქვთ წვდომა მომხმარებელთა სერვისზე სატელეფონო ცენტრისა და WhatsApp-ის საშუალებით, რომელიც გთავაზობთ მომსახურებას 4 ენაზე: თურქულ, ინგლისურ, რუსულ და არაბულ ენაზე. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ UPT-მა, თავისი მობილური აპლიკაციის UPTION-ის მეშვეობით, გადაიტანა ყველა თავისი ტრანზაქცია ფიზიკური სერვისის წერტილებიდან ციფრულ გარემოში, რათა უზრუნველყოს გლობალური ფულის გადარიცხვის სერვისები ხელმისაწვდომი საფასურით, დაამყაროს ძლიერი ყოფნა Fintech ინდუსტრიაში.
საქართველოში, UPT უკვე 10 წელია მოქმედებს და თავისი სწრაფი ზრდით, UPT პირველი ადგილს იკავებს 41%-იანი ბაზრის წილით.