“ლიბერთი ბანკს” “ბაზის ბანკი” ყიდულობს – ეროვნულმა ბანკმა შესწავლა დაიწყო

კერძოდ, ეროვნული ბანკის მიერ დღეს 10 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:
“საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს სს „ბაზისბანკის“ (ს/ნ 203841833) მიერ სს „ლიბერთი ბანკის“ (ს/ნ 203828304) აქციების 95.99%-ის შესაძლო შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს. ორივე ზემოხსენებული ეკონომიკური აგენტი საბანკო სექტორში საქმიანობს.

დაინტერესებულ პირებს შესაძლო კონცენტრაციასთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლიათ 2025 წლის 23 ივლისის ჩათვლით, საქართველოს ეროვნულ ბანკში მისამართზე”.
ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენმა, ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ „ლიბერთი ბანკის“ გაყიდვის სურვილი წელს აპრილში დაადასტურა და ივნისში ონლაინგამოცემა BMG-ს უთხრა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამდენიმე კომპანიასთან, მათ შორის, „ბაზისბანკთან“.
„ლიბერთი“ საქართველოში სიდიდით მესამე ბანკია და ჩამორჩება მხოლოდ „საქართველოს ბანკსა“ და „ს“. „ბაზისბანკი“ ქართული ბანკების რეიტინგში „ლიბერთის“ შემდეგ იკავებს ადგილს.
საჯარო წყაროებში არსებული ბოლო მონაცემებით: „ლიბერთი ბანკის“ 95,99%-იან წილს ფლობს ნიდერლანდში რეგისტრირებული კომპანია „ჯორჯიან ფაინენშალ გრუპ ბი.ვი.“, რომლის მფლობელებიც არიან: ირაკლი რუხაძე, ბენჯამინ მარსონი და იგორ ალექსეევი. მათვე ეკუთვნით კომპანია „მედია ფაინენშალ გრუპ ბი.ვი.“, რომელიც ფლობს ტელეკომპანია „იმედის“ 100%-იან წილს. „ბაზისბანკის“ მფლობელი კი ჩინური „ჰუალინგ ჯგუფია“ და სიდიდით მეოთხე ბანკია.
„ბაზისბანკი“ 2022 წელს გამსხვილდა, როცა ში ომის დაწყების გამო სთვის დაწესებული სანქციები რუსულ „VTB ბანკს“ შეეხო, რომელსაც შვილობილი ბანკი საქართველოშიც ჰქონდა. მაშინ „VTB ბანკის“ საცალო აქტივები „ბაზისბანკმა“ იყიდა.
ფორუმი