ლიბერთის ციფრული ბანკის საერთაშორისო აღიარება – შვიდი პრესტიჟული ჯილდო Global Finance-სგან

ლიბერთის ციფრულმა ბანკმა პირველისაერთაშორისო აღიარება მოიპოვა –ავტორიტეტულმა ფინანსურმა გამოცემამ Global Finance-მა 2025 წლის World’s Best Digital Bank Awards-ის ფარგლებში ბანკს შვიდი პრესტიჟულიჯილდო მიანიჭა.
ლიბერთიმ გამარჯვება მოიპოვა შემდეგნომინაციებში:
· საუკეთესო ონლაინ სამომხმარებლოგამოცდილების (UX) პორტალი საქართველოში
· საუკეთესო ონლაინ სამომხმარებლოგამოცდილების (UX) პორტალი ცენტრალურ დააღმოსავლეთ ევროპაში
· საუკეთესო ციფრული სახაზინო მომსახურება დაფულის მართვის სერვისები საქართველოში
· საუკეთესო ციფრული სახაზინო მომსახურება დაფულის მართვის სერვისები ცენტრალურ დააღმოსავლეთ ევროპაში
· საუკეთესო ინტეგრირებული სამომხმარებლოსაბანკო პლატფორმა საქართველოში
· საუკეთესო სოციალური მედია მარკეტინგი დასერვისები საქართველოში
· საუკეთესო სოციალური მედია მარკეტინგი დასერვისები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
„ჩვენთვის უდიდესი პატივია Global Finance-ისმიერ მიღებული ასეთი მნიშვნელოვანი აღიარება.წელს პირველად წარვადგინეთ ჩვენი ციფრულისერვისები და პირველივე მონაწილეობისასმოვიპოვეთ შვიდი ჯილდო. განსაკუთრებითმნიშვნელოვანია ისიც, რომ ლიბერთის მობაილბანკი მთლიანად ჩვენი შიდა ციფრული გუნდის მიერარის შექმნილი – ეს გამარჯვება მათიყოველდღიური შრომისა და პროფესიონალიზმისშედეგია და ამასთან ერთად, მომხმარებლებისნდობისა და მხარდაჭერის პირდაპირიდადასტურებაა.
საერთაშორისო წარმატება კიდევ უფრო გვამხნევებს, რომ გავაგრძელოთ ბანკის უნივერსალიზაციისა და ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი და შევქმნათ ისეთი საბანკო გამოცდილება, რომელიც მაქსიმალურად პასუხობს როგორც კორპორატიული, ასევე საცალო მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებებს“ – განაცხადალიბერთის ციფრული ბანკინგისმიმართულების ხელმძღვანელმა ელენეჩუბინიძემ.
Global Finance 1987 წელს დაარსდა და დღეს160 ქვეყანაში ოპერირებს. გამოცემას 193ქვეყანაში 50,000-ზე მეტი მკითხველი ჰყავს დაფინანსურ სამყაროში სანდოობისა და ხარისხისსტანდარტად არის აღიარებული. ყოველწლიურადGlobal Finance გამოარჩევს საუკეთესო ბანკებსა დაფინანსურ ინსტიტუტებს და მათ გამორჩეულიშედეგებისთვის აჯილდოებს.
ლიბერთის ციფრული ბანკის მიერ Global Finance-ის პრესტიჟული ჯილდოების მოპოვებაისტორიული აღიარებაა, რომელიც კიდევ უფროაძლიერებს ბანკის მიზანს – შექმნას ციფრულიბანკინგის ახალი სტანდარტი საქართველოში დაუზრუნველყოს მომხმარებლისთვის საუკეთესოფინანსური გამოცდილება ნებისმიერ არხში.