ლიბერთისა და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ შორის ექსკლუზიური თანამშრომლობა დაიწყო

ლიბერთი, რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიასთან“ ექსკლუზიურ თანამშრომლობას იწყებს, რომლის მიზანია მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და მარტივი გახდეს სადაზღვევო პროდუქტებით სარგებლობა. დღეიდან, ლიბერთის მომხმარებლები, სამოგზაურო დაზღვევით ლიბერთის ნებისმიერ ფილიალსა თუ სერვის ცენტრში ისარგებლებენ.
სამოგზაურო დაზღვევა ეს ის პროდუქტია, რომელიც არამხოლოდ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებს, არამედ ისეთ გაუთვალისწინებელ შემთხვევებსაც ითვალისწინებს, როგორიცაა ბარგის დაკარგვა, ბარგის დაგვიანება და ფრენის გადადება. მომხმარებლებს, მოგზაურობის დროს დახმარებას 24/7-ზე საერთაშორისო ასისტანსი გაუწევს.
„მოხარულები ვართ, რომ შედგა ექსკლუზიური თანამშრომლობა „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“-ს და ლიბერთი-ს შორის. ლიბერთი, საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და მსხვილი ბანკია მომხმარებელთა ფართო არეალით, რაც ჩვენთვის როგორც სადაზღვევო კომპანიისთვის ახალი და საინტერესო გამოწვევაა. ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, ორივე მხარის განსაკუთრებული ინტერესია მომხმარებელს მივაწოდოთ საუკეთესო სადაზღვევო პროდუქტები. თანამშრომლობა დაიწყო სამოგზაურო დაზღვევის მიმართულებით, რომელიც ლიბერთის ყველა ფილიალში საქართველოს მასშტაბით ხელმისაწვდომი იქნება, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე არარეზიდენტი, შემოსული ტურისტებისთვის.“ – ნინა , გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.