ლიბერალური ფაშიზმი ცდილობს კუდის მოქნევას – გლობალური ომის პარტიის ანუ “დიფ სთეითის” ძალები ბიძინა ივანიშვილს უბლოკავენ Julius Bear-ის შესახებ საერთაშორისო მედიაში ინფორმაციის გამოქვეყნებას

ლიბერალური ფაშიზმი ცდილობს კუდის მოქნევას – გლობალური ომის პარტიის ანუ “დიფ სთეითის” ძალები ბიძინა ივანიშვილს უბლოკავენ Julius Bear-ის შესახებ საერთაშორისო მედიაში ინფორმაციის გამოქვეყნებას
ლიბერალური ფაშიზმი ცდილობს კუდის მოქნევას, რაც სხვა მზაკვრობებთან ერთად იმითაც გამოიხატა, რომ ს საერთაშორისო მედია კონსულტანტს ავადსახსენებელი გლობალური ომის პარტიის ანუ “დიფ სთეითის” ძალები უბლოკავენ Julius Bear-ის შესახებ საერთაშორისო მედიაში ინფორმაციის გამოქვეყნებას. ზუსტად იგივე ხდება, რაც ხდებოდა ბიძინა ივინიშვილის დავისას Credit Suisse-თან, – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, რითაც ეხმიანება Julius Baer-ის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით საერთაშორისო მედიაში შექმნილ დაბრკოლებებზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებას.
გვენეტაძის განცხადებით, ეს ძალები მარტივად არ წავლენ მსოფლიო პოლიტიკური არენიდან, თუმცა, გაწმენდა-გაჯანსაღების პროცესი უკვე დაწყებულია და ის აუცილებლად ბიძინა ივანიშვილის და მისი მსგავსი პროგრესული ძალების გამარჯვებით დასრულდება.
„ლიბერალური-ფაშიზმი ცდილობს კუდის მოქნევას, რაც სხვა მზაკვრობებთან ერთად იმითაც გამოიხატა, რომ ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო მედია კონსულტანტს ავადსახსენებელი გლობალური ომის პარტიის ანუ “დიფ სთეითის” ძალები უბლოკავენ Julius Bear-ის შესახებ საერთაშორისო მედიაში ინფორმაციის გამოქვეყნებას. ზუსტად იგივე ხდება, რაც ხდებოდა ბიძინა ივინიშვილის დავისას Credit Suisse-თან.
ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამჟამად ევროპაში მედიის თავისუფლება ზღაპარია და ის ჯერ-ჯერობით არის სწორედ იმ უბნელესი ძალების ხელში, რომლებიც განასახიერებენ მსოფლიო მასშტაბით ლიბერალ-ფაშიზმს.
ნათელია ისიც, რომ ეს ძალები ადვილად არ წავლენ მსოფლიო-ისტორიულ-პოლიტიკური არენიდან. ამის დასტურია ისიც თუ რა ვაკხანალია და აღებ-მიცემობაა გამეფებული ევროპულ პოლიტიკურ ელიტაში. თუმცა მძლავრი პროცესი გაწმენდა-გაჯანსაღებისა დაწყებულია და ის უეჭველად დამთავრდება სამშობლოზე უსაზღვროდ და უანგაროდ მზრუნველი ბიძინა ივანიშვილის, მისი მსგავსი კაცების ანუ მსოფლიოს პროგრესული ძალების უპირობო გამარჯვებით.“ – წერს ედიშერ გვენეტაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ბაჩიაშვილის განმარტებები არის სიცრუე, ასევე ფაქტების დამახინჯების მცდელობა. ადგილი ჰქონდა არა კრიმინალურ ქმედებას, არამედ მორიგების მცდელობას-ბრალდებულის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელების მიზანია აჟიოტაჟის შექმნის მცდელობა და თითქოსდა სკანდალური ინფორმაციის გავრცელება