ლიბერალური ფაშიზმის მორიგმა გამოვლინებამ შეიწირა ადამიანის სიცოცხლე, მინდა, სამძიმარი გამოვთქვა ოჯახის მიმართ

ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოვლინება ვიხილეთ ჩვენ და ამ ყველაფერმა შეიწირა ადამიანის სიცოცხლე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ქუთაისში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ერმილე გიგიაძის ტრაგიკული გარდაცვალების ფაქტს შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურმა გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის დასასრულებლად, რისთვისაც „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა.
„პირველ რიგში, მინდა, სამძიმარი გამოვთქვა ოჯახის მიმართ, ეს არის უმძიმესი, ტრაგიკული შემთხვევა და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად ყურადსაღებია ის ტენდენციები, რომლებიც ხელოვნურად ინერგება ჩვენს საზოგადოებრივ სივრცეში, ქართულ პოლიტიკაში და ეს არის თავიდან ბოლომდე გარედან, ხელოვნურად დანერგილი ტენდენციები, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ლიბერალურ ფაშიზმს. ამის მორიგი გამოვლინება ვიხილეთ ჩვენ და ამ ყველაფერმა შეიწირა ადამიანის სიცოცხლე.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი დასრულდეს და ამისთვის „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა. თუ პოლიტიკურ სისტემაში დარჩება „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, ამ შემთხვევაში დაგვრჩება ჩვენ ლიბერალური ფაშიზმი, როდესაც აიკრძალება „ნაცმოძრაობა“, როგორც არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტია, ვგულისხმობ კრებსით „ნაცმოძრაობას“, მაშინვე დასრულდება საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი, ე.წ. პოლარიზაცია, რადიკალიზმი, ეს არის აუცილებელი ქვეყანაში დემოკრატიული სისტემის დამყარებისთვის,“– განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ქართული ოცნების” ყაზბეგის მერობის კანდიდატი კობა გელაძე: განსახორციელებელი პროექტების გეგმა იქნება უშუალოდ მოსახლეობასთან კომუნიკაციით, მათთან უშუალო კავშირი გვექნება როგორც პროექტის მომზადების, ისე განხორციელების დროს

კაპიტონ ჟორჟოლიანი- მხოლოდ დაბაში 800-ზე მეტი საოჯახო სასტუმროა. ბოლო პერიოდში ისეთი გზები გაკეთდა, რაც აქამდე არ ყოფილა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გზის შეყვანა ყველა სოფელში, რომ ჩვენს მოსახლეობას გადაადგილება გაუადვილდეს

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, ფერისცვალებას დოღზე შეკრებილ ხალხს მართლმადიდებლურ დღესასწაულთან ერთად ეს სახალხო დღესასწაულიც მიულოცა, მისი სიტყვები ოპონენტებმა არასწორად, მათთვის სასურველი შინაარსით გააჟღერეს და პრეზიდენტის ხალხისადმი გულითადი მიმართვის შინაარსის დაკნინება სცადეს