ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება და საზოგადოების გაერთიანება შესაძლებელია მხოლოდ ერთმანეთის მოსმენით, ვთავაზობ ყველა გულწრფელ ადამიანს, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს კითხვები, გავმართოთ საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია

ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება და საზოგადოების გაერთიანება შესაძლებელია მხოლოდ ერთმანეთის მოსმენით, ვთავაზობ ყველა გულწრფელ ადამიანს, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს კითხვები, გავმართოთ საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია
ახლა, როდესაც შანტაჟის გადამწყვეტი ფაზა დასრულდა, მაიდანი ჩავარდა, კიდევ ერთხელ ვთავაზობ ყველა გულწრფელ ადამიანს, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს კითხვები, გავმართოთ საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია ნებისმიერ ფორმატში. ეს ჩვენი შეთავაზება რჩება ძალაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება და საზოგადოების გაერთიანება არის შესაძლებელი მხოლოდ ერთმანეთის მოსმენით, ცოცხალი დისკუსიით.
„ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევებია ჩვენს წინაშე. ეს არის, მათ შორის, პირველ რიგში, ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება ჩვენს ქვეყანაში. ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება და საზოგადოების გაერთიანება არის შესაძლებელი მხოლოდ ერთმანეთის მოსმენით, ცოცხალი დისკუსიით.
აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა შევთავაზო ყველა გულწრფელ ადამიანს, რომელსაც აქვს კითხვები, საკუთარი მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, გავმართოთ ნებისმიერ ფორმატში საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში