ლიბერალური პოლიტიკური პარტიების მსოფლიო ორგანიზაცია “ალდე” “ყაველაშვილის არჩევით იმედგაცრუებული და შეშფოთებულია

ლიბერალური პოლიტიკური პარტიების მსოფლიო ორგანიზაცია “ალდე” “ოცნების ახალი პრეზიდენტის არჩევით იმედგაცრუებული და შეშფოთებულია. ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ცივილიზებული სამყარო “ქართული ოცნების” არაკონსტიტუციურ ქმედებებს და დემოკრატიულ უკუსვლას რეაგირების გარეშე არ დატოვებს. მოსალოდნელია, რომ სანქციების პოლიტიკა უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო გაფართოვდება.
“ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ ახალი პრეზიდენტის „არჩევით“ ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ, სადაც დომინირებს მხოლოდ ერთი პარტიის პარლამენტი, რომელიც შეიქმნა სადავო ს შემდეგ. ვინაიდან არჩევნები არ მოიცავდა ოპოზიციას, ვფიქრობთ, რომ ეს ნამდვილად არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ჩვენ ვაგრძელებთ აღიარებას ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტის სა და მისი მიღწევების საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლის შესაბამისად, ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუველსაყოფად.
ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების არაკონსტიტუციური ქმედებების შედეგებს და დემოკრატიულ უკუსვლას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ საქართველოში და მოვუწოდებთ ქვეყნებს, გაიმეორონ და გააფართოონ სანქციები, რომელიც უკვე დაწესებულია ამერიკის, უკრაინის მიერ და ევროკავშირისგან მოსალოდნელია პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობენ უცხოელი აგენტების რუსული კანონის და ანტიდემოკრატიული პრაქტიკის მიღებაში,” – ნათქვამია ალდეს განცხადებაში.