ლიბანში 70 ათასი ადამიანია სახელდახელო თავშესაფრებში, ისრაელი თავდასხმებს განაგრძობს

ისრაელის საჰაერო თავდასხმების გამო ათი ათასობით ადამიანი იძულებულია საცხოვრებელი მიატოვოს და საგანგებო თავშესაფრებს მიაშუროს.
70 ათასზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული საგანგებო ცენტრებში, განაცხადა ლიბანის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მაუოლაუიმ. სახელდახელო თავშესაფრებად გადაკეთდა უპირატესად სკოლები. ქვეყნის სამხრეთიდან გამოქცეულთა ნაკადი იზრდება.
სირიაში მოქმედი სამეთვალყურეო ცენტრის თანახმად, ლიბანში ს სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან ასი სირიელი დევნილი იქნა მოკლული.
ლიბანს თავს აფარებს მილიონ ნახევარი სირიელი, რომლებიც ომსა და რეპრესიებს გაექცნენ.
სირიის მონაცემებით, კვირის დასაწყისიდან სირიას ლიბანიდან მიაშურა 22 ათასმა ადამიანმა.
ამის ფონზე ლიბანში ისრაელი განაგრძობს თავის იერიშს ჰეზბოლას წინააღმდეგ. გერმანიის მედიის თანახმად, არმია განაგრძობს იერიშს ბეირუთზე, თუმცა დეტალები არ ვრცელდება.
ლიბანის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ბეკაას ველზე სირიელი მუშების საცხოვრებელზე თავდასხმისას 24 სექტემბრის საღამოს 20 ადამიანი დაიღუპა.
ისრაელმა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საერთაშორისო წინადადება უარყო.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა, განაცხადა, რომ უფრო მეტი ძალით შევებრძოლებით ტერორისტულ ორგანიზაციას, სანამ ისინი რაკეტების სროლას არ დაანებონ თავს, რათა საზღვრისპირა არეალებში ისრაელის მოქალაქეებმა შეუძლონ შინ დაბრუნება.
-თან და საფრანგეთთან ერთად, ისრაელს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდეს ევროპის სხვა და არაბულმა ქვეყნებმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – თავისუფლება მოვიპოვეთ 33 წლის წინ, მაგრამ დამოუკიდებლობა შევიგრძენით 2022 წლის თებერვალში, როდესაც უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დინების წინააღმდეგ მიდიოდა, მაგრამ ჩვენი ხალხის ინტერესში იყო

შალვა პაპუაშვილი – ჩვენთან არჩევნებს არ ატარებენ „ენჯეოები“, საელჩოები და უცხოელი დამკვირვებლები, ჩვენთან არჩევნებს ატარებს ცესკო – დამთავრდა ის პერიოდი, როდესაც შეიძლება რაღაცაზე თვალი დაგვეხუჭა