ლიბანში “ჰეზბოლას” მებრძოლების რაციების აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა

ლიბანში “ჰეზბოლას” მებრძოლების უსადენო საკომუნიკაციო მოწყობილობების აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაიჭრა 450-ზე მეტი ადამიანი.
ზოგიერთი აფეთქება იმ 12 ადამიანის დაკრძალვის დროს მოხდა, რომლებიც მანამდე „ჰეზბოლას“ წევრების პეიჯერების აფეთქებისას დაიღუპნენ.
„ჰეზბოლა“ თავდასხმებში ისრაელს ადანაშაულებს, თუმცა ისრაელს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…