ლიბანში, კრიზისის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად აშშ 157 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს

ლიბანში, კრიზისის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად აშშ 157 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„აღნიშნული დაფინანსებით იძულებით გაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საჭიროებების დაკმაყოფილება მოხმარდება. დაფინანსება მათაც დაეხმარება, ვინც იძულებული გახდა მეზობელ სირიაში გადასულიყო“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, აშშ-მა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლიბანსა და სირიაში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 386 მილიონი დოლარი გამოყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო