ლიბანში, კრიზისის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად აშშ 157 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს

ლიბანში, კრიზისის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 157 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„აღნიშნული დაფინანსებით იძულებით გაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საჭიროებების დაკმაყოფილება მოხმარდება. დაფინანსება მათაც დაეხმარება, ვინც იძულებული გახდა მეზობელ სირიაში გადასულიყო“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, აშშ-მა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლიბანსა და სირიაში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 386 მილიონი დოლარი გამოყო.