ლიბანში ისრაელის საჰაერო დარტყმებს ემსხვერპლა 270-ზე მეტი ადამიანი

23 სექტემბერს ს საჰაერო დარტყმებს 270-ზე მეტი ლიბანელი შეეწირა, ეს თავდასხმები ყველაზე ინტენსიური იყო მას მერე, რაც 2006 წელს ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ომი დაიწყო. ისრაელის არმიამ ლიბანის სამხრეთსა და აღმოსავლეთში მცხოვრები მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდა, ჰეზბოლას ძალების წინააღმდეგ კონფლიქტის გაფართოების ფონზე.
ლიბანის სამხრეთი დატოვა ათასობით მოქალაქემ, საპორტო ქალაქ სიდონისგან მომავალ გზატკეცილზე მანქანების ხერგილია, მოქალაქეები მანქანებით ბეირუთში ცდილობენ ჩასვლას.
ისრაელის თავდასხმების შედეგად დაჭრილია 1000-ზე მეტი მოქალაქე.

ასევე დაგაინტერესებთ