ლიბანში გაერო-ს ოთხი მშვიდობისმყოფელი დაშავდა

ლიბანში გაერო-ს დროებითი ძალების განცხადებით, მათი ოთხი მშვიდობისმყოფელი დაშავდა.
ლიბანის გაერო-ს დროებითი ძალების ცნობით, სამხრეთ ლიბანში პატრულირებისას ოთხი მშვიდობისმყოფელი მაშინ დაშავდა, როდესაც ჭურვი მათთან ახლოს აფეთქდა.
გაერო-ს სამშვიდობო მისია აცხადებს, რომ მომხდარს იძიებს. სამხრეთ ლიბანში, გაერო-ს მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სააგენტო Reuters-მა გაავრცელა.
Reuters-ის ცნობით, ისრაელმა გაერო-ს მშვიდობისმყოფელების ავტომობილზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა.
ს თავდაცვის ძალების სპიკერმა, ავიჩაი ადრეიმ Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. „
გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ, დღეს დილით, რმეიშის რაიონში ისრაელის თავდაცვის ძალებს გაერო-ს მშვიდობისმყოფელების ავტომობილზე თავდასხმა არ განუხორციელებია“, – განაცხადა ავიჩაი ადრეიმ.