ლიბანში გაეროს სამხედრო მეთვალყურეები დაშავდნენ მათ გვერდზე ჭურვის აფეთქების შედეგად

გაერო იტყობინება, რომ მისი ოთხი სამხედრო მეთვალყურე დაიჭრა 30 მარტს, მათ გვერდზე ჭურვის აფეთქების შედეგად.
შემთხვევა მოხდა ლიბანის სამხრეთში, სადაც და ჰეზბოლა ერთმანეთს რეგულარულად უშენენ ცეცხლს.
გაეროს შერიგების პირობების შესრულების ზედამხედველობის ორგანიზაციამ (UNTSO) არ დაასახელა სროლის წყარო, მაგრამ ლიბანის ახალი ამბების ოფიციალური სახელმწიფო სააგენტო მომხდარში ისრაელს ადანაშაულებს.
30 მარტის დილით UNTSO-ის ოთხი სამხედრო მეთვალყურე, რომლებიც ქვეითად ასრულებდნენ საპატრულო მისიას „ცისფერი ზოლის“ გასწვრივ (ისრაელთან გამყოფი სადემარკაციო ზოლი). „დაიჭრა, როცა მათ გვერდზე აფეთქდა ჭურვი“, – წერს UNTSO თავის განცხადებაში.
მიუღებელია სამშვიდობო მისიის წარმომადგენლებისთვის ცეცხლის დაშენა, წერია განცხადებაში, რომელიც გვაცნობებს, რომ დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო აფეთქების მიზეზების გამოძიება დაიწყო. „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის თანახმად, ყველა მხარე მოვალეა თავი აარიდოს იმ პირებზე თავდასხმას, ვინც ბრძოლაში არ არის ჩართული: სამშვიდობო ძალებს, ჟურნალისტებს, სამედიცინო პერსონალსა და სამოქალაქო პირებს“, – წერს UNTSO.
ისრაელი თითქმის ყოველდღე უშენს ცეცხლს მეზობელ სახელმწიფო ლიბანში ჰეზბოლას ობიექტებს მას მერე, რაც 7 ოქტომბრის შემდეგ დაიწყო ომი ღაზის სექტორში, -სა და ევროკავშირში ტერორისტულად აღიარებულ ჰამასთან, რომელიც თავს დაესხა ისრაელის სამხრეთის არეალს.
AFP-ის თანახმად, ლიბანის სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ „მტრის ავიაციამ“ თავდასხმა განახორციელა ლიბანის სამხრეთში მდებარე რმეიშის რეგიონში.
დაწერეთ კომენტარი