ლიბანში „ჰეზბოლას“ წევრებს ამჯერად რაციები აუფეთქდათ. გუშინ მედია იუწყებოდა მათი კუთვნილი პეიჯერების აფეთქებაზე.
„როიტერსი“ წერს, რომ რაციები, გუშინ აფეთქებული პეიჯერების მსგავსად, „ჰეზბოლამ“ ხუთი თვის წინ შეიძინა.
ერთ-ერთი აფეთქება მოხდა გუშინდელი აფეთქებების შედეგად დაღუპული ოთხი პირის დასაფლავებაზეც.
„როიტერსის“ ცნობით, დღევანდელი აფეთქებების შედეგად დაშავდა ასობით ადამიანი, Agence France-Presse კი იუწყება სამი დაღუპულის შესახებ. „ჰეზბოლა“ მომხდარში ადანაშაულებს ისრაელს, რომელთანაც თითქმის ერთი წელია, სამხედრო კონფლიქტში იმყოფება.
„ჰეზბოლა“ ამბობს, რომ მომხდარისთვის სამაგიეროს გადაიხდის, ისრაელში კი მომხდარზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.