ელჩი მუჰამედ რეზა შიბანი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩილიბანის ხელისუფლებამ ირანის ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნის 29 მარტამდე დატოვება მოსთხოვა.
ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იუსეფ რაგიმ X-ზე დაწერა, რომ გამოიძახეს ირანის ელჩი, მუჰამედ რეზა შიბანი და გადაწყვეტილების შესახებ აცნობეს. ლიბანმა ირანიდან კონსულტაციებისთვის გამოიხმო საკუთარი ელჩიც.
ლიბანი ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰეზბოლამ, რომელიც ქვეყნის სამხრეთს აკონტროლებს და გავლენები აქვს დედაქალაქ ბეირუთშიც, ომში ჩაითრია. ისრაელი ლიბანის სამხრეთში სახმელეთო ოპერაციას ატარებს, იერიშები მიაქვთ ბეირუთში მდებარე სამიზნეებზე. ქვეყნის სამხრეთში საბრძოლო მოქმედებების შედეგად მილიონზე მეტ ადამიანს სახლის დატოვება მოუწია.