ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო – ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 356-მდე გაიზარდა

ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 356-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაშავებულთა რაოდენობა 1246-ს აღწევს.
„ჰეზბოლას“ განცხადებით, დაჯგუფების უფროსი მეთაური ალი კარაკი, რომელიც ბეირუთში ს სარაკეტო იერიშის სამიზნე იყო, არ დაშავებულა და უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი.
შეგახსენებთ, ისრაელი ლიბანში დღეს დილიდან საჰაერო იერიშებს ახორციელებს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, საჰაერო ძალებმა ლიბანში „ჰეზბოლას“ 1100-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს.

ასევე დაგაინტერესებთ