ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო – ისრაელის საჰაერო თავდასხმებს ერთ დღეში 95 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 1 000-ს აჭარბებს

ლიბანის მასშტაბით ს საჰაერო თავდასხმების შედეგად გუშინ 95 ადამიანი დაიღუპა და 172 დაშავდა, – ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ოფიციალური პირების თქმით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ლიბანში 1 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ამასთან, ადგილობრივი მედიის ცნობით, ლიბანში დევნილთა რიცხვი ზრდას განაგრძობს და მილიონს აჭარბებს.
მათივე ინფორმაციით, თავშესაფრად გამოყენებულია 850 სკოლის შენობა. ისინი ძირითადად კონცენტრირებულია ბეირუთში, ლიბანის მთასა და სიდონში.