ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო – ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 400 დაიჭრა

ლიბანზე ს საჰაერო თავდასხმების შედეგად დღეს 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 400 დაიჭრა, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
უწყების ცნობით, დაღუპულებს შორის ქალები, ბავშვები და მედიკოსებიც არიან.
ცნობისთვის, მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დღეს დილიდან ლიბანში „ჰეზბოლას“ 300 ობიექტს დაარტყეს.

ასევე დაგაინტერესებთ