ლიბანის ჯანდაცვის მინისტრი – ბეირუთში, ისრაელის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა

ბეირუთში, ს სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის მინისტრი, ფირას აბიადი ავრცელებს.
„დაღუპულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა. მათ შორის, სამი ბავშვი და შვიდი ქალია“, – განაცხადა ფირას აბიადმა.
აბიადის ცნობით, სარაკეტო დარტყმის შედეგად 68 ადამიანი დაშავდა, მათგან 15 საავადმყოფოში რჩება.
„ჰეზბოლას“ განცხადებით, ისრაელის იერიშს დაჯგუფების 16 წევრი, მათ შორის ორი უფროსი მეთაური ემსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე დარჩო ხეჩუაშვილის დაკავებაზე – კაცი, რომელიც საზღვარზე მოდის ოფიციალურად, რანაირად შეიძლება ეს ვინმესთან კავშირში იყოს, გარდა ხელისუფლებისა? ჰოდა, ეს კითხვა იმ მეორე მხარეს დაუსვით!

გიორგი ვაშაძე – მაგიდაზე უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი დევს „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის გამო – მინდა მივმართო ქართულ ბიზნესს, ხმა ამოიღეთ! კარგად იცით, რას ნიშნავს სანქციები, უვიზო მიმოსვლის შეჩერება!