ლიბანის ჯანდაცვის მინისტრი – ბეირუთში, ს სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა

ბეირუთში, ს სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის მინისტრი, ფირას აბიადი ავრცელებს.
„დაღუპულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა. მათ შორის, სამი ბავშვი და შვიდი ქალია“, – განაცხადა ფირას აბიადმა.
აბიადის ცნობით, სარაკეტო დარტყმის შედეგად 68 ადამიანი დაშავდა, მათგან 15 საავადმყოფოში რჩება.
„ჰეზბოლას“ განცხადებით, ისრაელის იერიშს დაჯგუფების 16 წევრი, მათ შორის ორი უფროსი მეთაური ემსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჯაფარიძე: ნახეთ ეს უმძიმესი კადრი, ბიჭი, რომელიც მშვიდობიანად, ელაპარაკება სპეცრაზმელს… ურცხვად, შეითრევენ ამ რობოკოპების შავ ფორმიანების ბრბოში. იქიდან კი, გამოდის დასახიჩრებული (ვიდეო)