ლიბანის საზღვართან დახურული სამხედრო ზონები დაწესდა

ლიბანის საზღვართან დახურული სამხედრო ზონები დაწესდა, – ამის შესახებ განცხადებას ს თავდაცვის ძალები ავრცელებს.
„ჩრდილოეთ ისრაელში მეტულის, მისგავ ამისა და კფარ გილადის ტერიტორიები დახურულ სამხედრო ზონებად გამოცხადდა. ამ ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
ცნობისთვის, მედიაში ისრაელის მიერ ლიბანში სახმელეთო ოპერაციის შესაძლო დაწყების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. -ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ისრაელმა აშშ-ს „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართული მცირე მასშტაბის ოპერაციების შესახებ აცნობა.

ასევე დაგაინტერესებთ