ლიბანის საზღვართან დახურული სამხედრო ზონები დაწესდა

ლიბანის საზღვართან დახურული სამხედრო ზონები დაწესდა, – ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
„ჩრდილოეთ ისრაელში მეტულის, მისგავ ამისა და კფარ გილადის ტერიტორიები დახურულ სამხედრო ზონებად გამოცხადდა. ამ ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
ცნობისთვის, მედიაში ისრაელის მიერ ლიბანში სახმელეთო ოპერაციის შესაძლო დაწყების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ისრაელმა აშშ-ს „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართული მცირე მასშტაბის ოპერაციების შესახებ აცნობა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩხეიძე: ბატონი მ. ყაველაშვილის დღევანდელი განცხადება არის დაპატიმრებული პოლიტიკური ლიდერების დაცინვის მცდელობა. განსაკუთრებით მათი, ვინც თანხმობას აცხადებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე