ლიბანის პრემიერ-მინისტრი – სამხრეთ ლიბანში ნებისმიერი სახის ესკალაცია რეგიონულ აფეთქებას გამოიწვევს

სამხრეთ ლიბანში ნებისმიერი სახის ესკალაცია რეგიონულ აფეთქებას გამოიწვევს, – ამის შესახებ ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ნაჯიბ მიკატიმ განაცხადა. ბეირუთში, ლიბანის პრემიერ-მინისტრი, ნაჯიბ მიკატი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელს შეხვდა.
„ჩვენ მშვიდობის მაძიებლები ვართ და არა ომის მომხრეები. სტაბილურობის მიღწევას მოუთმენლად ველით და ამ კუთხით აუცილებელ კომუნიკაციებში ჩართული ვართ, რადგან სამხრეთ ლიბანში ნებისმიერი ფართომასშტაბიანი აფეთქება რეგიონს ყოვლისმომცველ აფეთქებამდე მიიყვანს“, – განუცხადა მიკატიმ ბორელს.
შეხვედრაზე მიკატიმ ხაზი გაუსვა იმას, რომ ლიბანი გაერო-ს 1701-ე რეზოლუციის ერთგულად რჩება.
„ამ რეზოლუციის სრული შესრულება მოითხოვს, უპირველეს ყოვლისა, რომ ს მიერ ლიბანის სუვერენიტეტის დარღვევა შეჩერდეს და იმ ტერიტორიებიდან გასვლა მოხდეს, რომლებიც ჯერ კიდევ ოკუპირებულია“, – განაცხადა ლიბანის პრემიერ-მინისტრმა.
ჯოზეფ ბორელთან შეხვედრაზე მიკატიმ აღნიშნა, რომ პალესტინის საკითხის გადაწყვეტა პალესტინელებისთვის კუთვნილი სამართლიანი უფლებების მინიჭებას ნიშნავს.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა, ქუთაისსა და გორში, „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლა სცადეს, რაც საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლას წარმოადგენს

გივი მიქანაძე – არასამთავრობო ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“ აქტიურადაა ჩართული ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაში, ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრებმა განახორციელეს შემოწირულობა ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას