ლიბანის პრემიერი გაერო-ს და გავლენიან ქვეყნებს ისრაელის შეკავებისკენ მოუწოდებს

ლიბანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნაჯიბ მიქატიმ გაერო-ს მოუწოდა, ზეწოლა მოახდინოს ისრაელზე, რომ მისი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესია შეწყვიტოს.
მიქატიმ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ლიბანის სოფლებისა და ქალაქების განადგურებას გეგმავს და მან გაერო-ს უშიშროების საბჭოსა და გავლენიან ქვეყნებს ჩარევა სთხოვა.
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ ისრაელ დესტრუქციული გეგმა აქვს და ლიბანის წინააღმდეგ გამანადგურებელ ომს აწარმოებს.
შეგახსენებთ, ისრაელი ლიბანში დღეს დილიდან საჰაერო იერიშს ახორციელებენ. ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ჰეზბოლას“ 300 ობიექტს დაარტყეს. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდასხმების შედეგად დღეს 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 400 დაიჭრა. მედიის ინფორმაციით, მოსახლეობა მასობრივად ტოვებს სამხრეთ ლიბანს და ჩრდილოეთისკენ გადასვლას ცდილობს, რის გამოც გზებზე მოძრაობა გადატვირთულია.

ასევე დაგაინტერესებთ