ლიბანის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის შედეგად ისრაელის თავდაცვის ძალების რამდენიმე ჯარისკაცი დაშავდა, – ინფორმაციას თავდაცვის ძალები ავრცელებს.
IDF-ის ინფორმაციით, ჯარისკაცები ჯავშანტრანსპორტიორში ისხდნენ, რა დროსაც მანქანას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა მოხვდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია “ჰეზბოლამ” აიღო.
IDF-ის განცხადებით, ისინი ადგილს, საიდანაც “ჰეზბოლას” წევრებმა ცეცხლი გახსნეს, არტილერიის დახმარებით ბომბავენ.