ლიბანის განცხადებით, ისრაელის საჰაერო დარტყმებს ემსხვერპლა სულ მცირე 100 ადამიანი

23 სექტემბერს ისრაელმა ჰესბოლას ასობით სამიზნის წინააღმდეგ განახორციელა საჰაერო დარტყმების მასშტაბური ტალღა, რასაც, ლიბანის მონაცემებით, ემსხვერპლა სულ მცირე 100 ადამიანი. მოქალაქეები გააფრთხილეს დატოვონ არეალები, სადაც, ს თქმით, ჰესბოლა იარაღს ინახავს.
ისრაელმა გააძლიერა თავისი შეტევები, თითქმის ერთწლიანი კონფლიქტის განმავლობაში შედგა ცეცხლის ერთ-ერთ ყველაზე ინტენსიური გაცვლა-გამოცვლა საზღვრის ორივე მხრიდან. ამჟამად ისრაელს ყურადღება გადააქვს ჩრდილოეთის საზღვარზე, საიდანაც ჰესბოლა ისრაელში რაკეტებს ისვრის მისი მოკავშირის, ჰამასის მხარდასაჭერად, ღაზაში მიმდინარე ომის ფონზე.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 100-მდე დაღუპულს შორის არიან ბავშვები, ქალები და ექიმები, დაჭრილია 400-ზე მეტი პირი.
ისრაელის არმია აცხადებს, რომ მიზანში ამოღებულ იქნა ჰესბოლას 300-ზე მეტი ობიექტი.

ასევე დაგაინტერესებთ