ლიბანიდან ცენტრალური ისრაელისკენ რამდენიმე რაკეტა გაუშვეს, ისმის საჰაერო განგაშის სირენა

ლიბანიდან ცენტრალური სკენ ოთხი რაკეტა გაუშვეს, ისმის საჰაერო განგაშის სირენა. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ.
მათი განცხადებით, ცენტრალურ ისრაელში საჰაერო განგაშის სირენები მას შემდეგ ჩაირთო, რაც ლიბანიდან მათი მიმართულებით ოთხი რაკეტა გაუშვეს.
ისრაელის თავდაცვის ძალები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი რაკეტა ჩამოგდებულია, ხოლო რამდენიმე აფეთქდა, თუმცა არ აკონკრეტებენ სად.
ისრაელის მედიის ცნობით, ორი რაკეტა ჩამოგდებულია, ხოლო დანარჩენი ორი ღია სივრცეებში აფეთქდა. ამ მომენტისთვის დაშავებულების შესახებ ცნობები არ არსებობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არჩევანი ძალიან მარტივია – ეს არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, ერთ მხარეს დგას ომი, მეორე მხარეს – მშვიდობა, სახეების დონეზეც აბსოლუტურად არაქართული, არაევროპული კონტიგენტია შეკრებილი რადიკალურ ოპოზიციაში