ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დღეს დილით ლიბანიდან ქვეყნის ჩრდილოეთით 40-ამდე რაკეტის გაშვება დააფიქსირეს.
მათივე ინფორმაციით, ზოგიერთი რაკეტა მოიგერიეს, ზოგი კი – ღია ტერიტორიებზე დაეცა.
ამ დროისთვის, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო და განაცხადა, რომ ლიბანში ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ, ისრაელის სამხედრო ბაზას ათობით „კატიუშას“ რაკეტით დაარტყა.