ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 20-მდე რაკეტა გაისროლეს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ლიბანის ტერიტორიიდან ს ქალაქ საფედის მიმართულებით 20-მდე რაკეტა გაისროლეს.
თავდაცვის ძალების ცნობით, რაკეტების უმეტესობა მოიგერიეს, ან ღია ტერიტორიებზე დაეცა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
ისრაელის სახანძრო და სამაშველო სამსახურების განცხადებით, მეხანძრე-მაშველებს რამდენიმე საათი დასჭირდათ ბირიას ტყეში ხანძრის ჩასაქობად, რომელიც ღამით სარაკეტო თავდასხმის შედეგად გაჩნდა.