ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით დღეს დილით 10 რაკეტა ისროლა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ რამდენიმე რაკეტა მოიგერიეს, თუმცა დაფიქსირდა რაკეტის დაშვების, ან ნამსხვრევების ჩამოვარდნის შემთხვევებიც.
ქალაქ ნაჰარიაში სარაკეტო თავდასხმამ ხანძარი გამოიწვია. მედიკოსების განცხადებით, დაშავდა სულ მცირე ორი ადამიანი, მათ შორის 70 წლის ქალი, რომლის მდგომარეობა მძიმეა.
