ლიბანიდან განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ცფათში 1 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა

ლიბანიდან განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, ს ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ცფათში 1 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ცფათის საავადმყოფო ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს, რომ ლიბანიდან რაკეტები ცფათში მდებარე ჩრდილოეთის სარდლობის შტაბ-ბინის მიმართულებით გაისროლეს.
„ლიბანიდან ნეტუას, მანარასა და ისრაელის ჩრდილოეთში მდებარე სამხრედრო ბაზის მიმართულებით რაკეტების გაშვება დაფიქსირდა “, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელის სამხედროებმა სარაკეტო გამშვები პუნქტების წინააღმდეგ საპასუხო ცეცხლი გახსნეს.
ისრაელის ეროვნული უშიშროების მინისტრმა, იტამარ ბენ-გვირმა განაცხადა, რომ ცფათზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა ომის გამოცხადებას ნიშნავს.