“ჩემი თუ ამ რეჟიმს ეშინია, კალოშებიანი ლიანა მუშკუდიანის, მაშინ ეგ რეჟიმი უკვე დამხობილია“– ამბობს ლიანა მუშკუდიანი, რომელმაც ზაჰესის იზოლატორი დღეს დატოვა.
ის კანონის გამკაცრების შემდეგ გზის გადაკეტვისთვის დააკავეს და სამდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს.
გრაფიკული დიზაინერი და ილუსტრატორი დავით სიმონია:
ლიანა 64 წლის ყოფილა. სასამართლომ ადვოკატის გარეშე შეუფარდა 3 დღიანი პატიმრობა გზაზე დგომისთვის. პოლიციასაც არ დაუკლია და სამოცკაციანი სპეცოპერაციით გაუტაცებია. 64 წლია ქალი. 60 კაცით.
მზია ამაღლობელის სილა რას მივა იმასთან, რასაც სასამართლოს ან პოლიციას უშვება “ოცნება”, მაგრამ ამ ვიდეოში მთავარი ის სილაღეა, რითიც ეს ქალი სინამდვილეში საკმაოდ მძიმე ამბავს ყვება.



