ლიანა ისაკაძე მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს

ქართველი მუსიკოსი, მევიოლინე, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი ლიანა ისაკაძე მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
ლიანა ისაკაძის სამოქალაქო პანაშვიდი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობდა, სადაც მყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი , კულტურისა და სპორტის მინისტრი, და თბილისის მერი, .
ისაკაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრეს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა. ლიანა ისაკაძე ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრიდან ტაშის ფონზე გამოასვენეს.