ლვოვში რადას ყოფილ წევრს, ირინა ფარიონს ესროლეს, ის მძიმედ არის დაჭრილი

ლვოვში უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილ დეპუტატს, ენათმეცნიერს, 60 წლის ირინა ფარიონს ესროლეს. მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. ექიმების ცნობით, ის მძიმე მდგომარეობაშია.
შემთხვევა ფარიონის სახლთან ახლოს მოხდა. პოლიცია საქმეს მკვლელობის მცდელობის მუხლით იძიებს და მათი ცნობით, თავდამსხმელმა მიმალვა მოასწრო.
თავდასხმის შესახებ ინფორმაცია პირველად ლვოვის საკრებულოს დეპუტატმა, იგორ ზინკევიჩმა და ჟურნალისტმა მართა ოლიარნიკმა გაავრცელეს. ქალაქში პოლიტიკოსის მკვლელობის მცდელობა ლვოვის პოლიციამაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა მსხვერპლის ვინაობა არ დაასახელა.
უკრაინის პრეზიდენტმა, მ აღნიშნა, რომ დანაშაულის გამოძიებაში ასევე უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (СБУ) არის ჩართული.
“ექიმები ირინა ფარიონის სიცოცხლისთვის იბრძვიან. აშკარაა, რომ ნებისმიერი ძალადობა მხოლოდ დაგმობას იმსახურებს და ყოველმა, რომელმაც თავდასხმაში მონაწილეობა მიიღო, პასუხი სრულად უნდა აგოს”. – დაწერა ზელენსკიმ.
ზინკევიჩის თქმით, თავდამსხმელი მამაკაცი იყო, რომელსაც ხელთათმანები ეკეთა.
ფარიონი 2012-2014 წლებში უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი და უკრაინული გაერთიანების, თავისუფლების (Свобода) წევრი იყო. ის ცნობილი იყო თავისი პოზიციით, რომ ში რუსულის, როგორც ოკუპანტის ენის, გამოყენება მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი.