უკრაინაში სამართალდამცავებმა ლვოვის ოლქის ერთ-ერთ ქალაქში დააკავეს პირი, რომელიც ლვოვის ცენტრში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას უკრაინული მედია შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ კლიმენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რომელ ქალაქში განხორციელდა დაკავება. მისი თქმით, თავდასხმის შედეგად 25 ადამიანი დაშავდა, მათგან სამი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
შეგახსენებთ, რომ წუხელ ლვოვის ცენტრში ორი აფეთქება მოხდა. შედეგად პოლიციელი დაიღუპა და 25 ადამიანი დაშავდა.




